17.11.2011

მეორე დონის ისტ ტრენინგები აბაშის რაიონში

            2011 წლის ივნისიდან ნოემბრამდე აბაშის რაიონში მიმდინარეობდა მეორე დონის ტრენინგები ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
           ტრენინგებმა დასაწყისიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია რაიონის სკოლებს შორის, პროგრამით გათვალისწინებულ გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო აბაშის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა (23) საჯარო სკოლამ, დაკომპლექტებული იყო 11 ჯგუფი, ხოლო გადამზადებულ პედაგოგთა საერთო რაოდენობამ 140 პედაგოგს გადააჭარბა.
           ტრენინგების მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგ პედაგოგების ინტერესი და მოტივაციის დონე თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების მიმართ საკმაოდ ამაღლდა, მრავალი პროექტი, რომლებიც  პედაგოგებმა ტრენინგების მსვლელობისას დაგეგმეს, მალე რეალობად აქციეს და მეც გავხდი მათი მონაწილე.
          ტრენინგების აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა რაიონის ხელმძღვანელობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლების ადმინისტრაციების მხრიდან, რისთვისაც ყველა მათგანს ვუხდი მადლობას, იმედი მაქვს მომავალ წელს კიდევ მექნება ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა ამ ლამაზ და სტუმართმოყვარე ქალაქში. 

                               

    Комментариев нет:

    Отправить комментарий